რეზონანსი
27.05.2020

პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე 3000-ლარიანი ჯარიმების ჩამოწერაზე (ან შემსუბუქებაზე) მინიშნებას აკეთებს:

“თავიდან პრევენციული თვალსაზრისით ჯარიმებმა ძალიან კარგად იმუშავა. ჩვენ გვაქვს ორი მიმართულებით პრობლემა: ერთი, რომ ძალიან გაუჭირდებათ გადახდა და რაღაც უნდა მოვიფიქროთ, მაგრამ მეორე გამოწვევა არის ვირუსის მეორე ტალღა, რომელსაც ელოდება ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო. დღეს თუ ესე მარტივად ჩამოიწერება ეს ჯარიმები, ხვალ ადამიანები იფიქრებენ, რომ თუ ახალ ჯარიმას დააწესებ, სულ რომ 10 ან 100 ათასი ლარი იყოს, იმასაც მოუხსნიან და პრევენციულად შეიძლება ამან არ იმუშაოს და დამღუპველი იყოს.

ეს გარკვეულწილად ჩიხური სიტუაციაა, თუმცა გამოსავალი უნდა მოიძებნოს.”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×