რეზონანსი
27.05.2020

არც ერთი დღე, მიუხედავად უდიდესი რისკისა, ტრანზიტი საქართველოს გავლით არ შეჩერებულა - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეში ეს არის ათასზე მეტი სატვირთო მანქანა და ეს 2 000-ზე მეტ მძღოლს ნიშნავს, რომელიც უაღრესად მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნებიდან შემოდიოდა. შტაბმა შეძლო ამ პროცესის მენეჯმენტი ისე, რომ ქვეყანას ინფექციის განვითარების და აფეთქების რისკი არ შექმნოდა. თუმცა ხარვეზების გარეშე არ გამოვიდა და ჩვენ რამდენიმე შემთხვევა გვქონდა ქართველი მძღოლების ინფექციის შემდგომი განვითარების, ბოლო ზუგდიდში იყო. მაგრამ ეს პრობლემაც მეტ-ნაკლებად მოგვარებულია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ივანე   (27.05.2020)
:)))) გაგეცინება მართლა :)))) რა სატრანოხო ეს საქმე ნახეს , ათი ათასობით სატვირთო მანქანები გადადგილდება მთელ ევროპაში და არავის პრობლემა არ შეუქმნიათ მძღოლებისთვის და ევროპის არც ერთ მთავრობას ეს არ დაუკვეცნიათ.... მარტო დებილური მიდგომა საწართველოში რომ ორ მძღოლს არ შეუძლია საქართველოს საზღვარზე გადაადგილდეს..... რატო რომ ეკითხები :) მეორე კაცი მძღოლი არ არისო :)))) საბუთები, ლიცენზიები და მინდობილობები ხელზე აქვს მეორე მძღოლს და ეს დებილები იკვეხნიან მაგარი საქმე გავაკეთეთო :)))) მართლა ხომ არ ბნელა ნახეთ სხვა ქვეყბები როგორ იქცევიან რომ არ დაზიანონ მოქალაქის უფლებები. რამდენი ადამიანი გამწარეს და ჩამოსვეს კაბინიდან ორი კაცი არ შეიძლებაო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×