რეზონანსი
27.05.2020

"ინფო რუსთავმა" გაარკვია, თუ რა იქნება რუსთავი-თბილისი მიმართულებით მოძრავი ავტობუსის მგზავრობის ღირებულება.

კახი კალაძე "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებს რომ, ავტობუსით მგზავრობის ტარიფი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც არის თბილისში გადაადგილებისას, ანუ 50 თეთრი. მისი თქმით, ამ მარშრუტზე საშეღავათო ფასით სტუდენტები ისევ ისარგებლებენ, ანუ მათ 20 თეთრად მოუწევთ მგზავრობა.

კონკრეტული ლოკაციები, თუ საიდან მოხდება მგზავრების აყვანა ამ დროისთვის ჯერ ოფიციალურად არ ჟღერდება, თუმცა ჩვენ გავარკვიეთ, რომ მგზავრების აყვანა სავარაუდოდ ქალაქის შემოსასვლელთან მოხდება.

თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მგზავრებს 60-მდე ავტობუსი მოემსახურება და მათი მოძრაობის ინტერვალი 10 წუთი იქნება.

კითხვაზე, შეიზღუდება თუ არა იმ მიკროავტობისების გადაადგილება დედაქალაქის მიმართულებით, რომლებსაც აქამდე გადაყავდათ მგზავრები, კახი კალაძემ გვიპასუხა, რომ ისინი მგზავრების გადაყვანას ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ.

"ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა უნდა გავაჩეროთ. ეს არის ჩვენი მუნიციპალიტეტის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქოდენთ შესაძლებლობა თავისუფლად და სწრაფად გადაადგილების თბილისიდან რუსთავის მიმართულებით და პირიქით, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით", - განუცხადა "ინფო რუსთავს" კახი კალაძემ.

თბილისის მერის ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ჩვენ რუსთავის მერს ირაკლი ტაბაღუასაც ვესაუბრეთ.

კითხვაზე იცოდა თუ არა ზემოთ აღნიშნულის შესახებ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ გვიპასუხა, რომ ის საქმის კურსში იყო და გარკვეული სამუშაო შეხვედრები თბილისის მერიასთანაც ინიციატივის გაჟღერებამდე გაიმართა.

"ჩვენ გვქონდა სხვადასხვა სამუშო ფორმატის შეხვედრები. თბილისი და რუსთავი განსაკუთრებული მომიჯნავე მუნიციპალიტეტებია, თუ გავითვალისწინებთ მგზავრთა ნაკადს და რამდენად დაკავშირებულია ეს ორი ქალაქი ერთმანეთთან, როგორც სასწავლო პროცესის კუთხით, ასევე სამუშაო კუთხითაც.

მივესალმებით ინიციატივას და ეს დიდი ხნის პრობლემატური საკითხის გადაჭრის გზა არის. რა თქმა უნდა, თანამშრომლობისთვის მზად ვართ",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერის თქმით, თბილისის მასშტაბით კვლევა ჩატარდა, რომლითაც განისაზღვრება მარშრუტები, როგორც M3, ასევევ M2-ისა და M1 კატეგორიისათვის.

ირაკლი ტაბაღუას თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნა კომპანია ინტერტრანსისთვის, რომელსაც თბილისის მიმართულები მგზავრები გადაყავს, მგზავრთა ნაკადის შემცირებას არ გამოიწვევს.

წყარო: inforustavi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×