რეზონანსი
27.05.2020

ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომჩივანი მხარისგან, ყოფილი ცოლისგან მუდმივი ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ იყო. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ნეკა დოროყაშვილს არ სურდა ნიკოლოზ ბასილაშვილთან განქორწინება. 

“ნიკას ჰქონდა ამერიკის ღია ჩემპიონატი, ჩავიდა ქალბატონი ნეკა და ბატონი ნიკოლოზის მეგობრის მეუღლის დახმარებით გაიარა აკრედიტაცია, შევიდა მოსასვენებელ სივრცეში და იქ მოუწყო არასასიამოვნო საუბარი, კონფლიქტი. სადაც იყო საუბარი, რომ ის განქორწინებას არ დათანხმდებოდა და მისთვის უნდა გადაეფორმებინა გარკვეული ქონება, თუმცა ამის გადაფორმებაზე პრობლემა არასდროს ჰქონია. იმდენად გამოიყვანა წყობიდან ნიკოლოზი, რომ იძულებული გახდა ჩარეულიყვნენ ორგანიზატორები, ჩემპიონატის დირექტორი, რომელიც ამას დაადასტურებს. 

პრაქტიკულად, სკანდალი იყო, მას გაუუქმეს აკრედიტაცია და მოგვიანებით ისევ ნიკოლოზ ბასილაშვილის ხარჯებით, მან დატოვა ამერიკის შეერთებული შტატები. ბუნებრივია, ჩვენ ამ მტკიცებულებებსაც წარვადგენთ. ბატონი ნიკოლოზი ბოლო პერიოდის განმავლობაში დაკავებული იყო დაეკმაყოფილებინა ქალბატონი ნეკა დოროყაშვილის კაპრიზები და გარდა ამისა, ყველა ჩემპიონატის წინ ის ცდილობდა გამოეყვანა წყობილებიდან. რეალურად, ნიკოლოზ ბასილაშვილი მუდმივად იმყოფებოდა წნეხის ქვეშ, რაც აისახა მის თამაშებზე,“ - განაცხადა "ღამის კურიერში" ირმა ჭკადუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
ჩაწერა სახელი
ეკა   (27.05.2020)
როგორც ჩანს, ეს ის იშვიათი შემთხვევათაგანია, როდესაც ქალი არის მოძალადე. სამწუხაროა, მაგამ ეს ლამაზმანი თავისი საქციელით ასე გამოიყურება.

მედეა   (27.05.2020)
სამშობლო რომ უყვარდეს და მისი გამარჯვება სურდეს, მაშინ ხელს შეუწყობდა ქმარს მშვიდად გასულიყო სათამაშოდდა ესახელებინა ჩვენი ქვეყანა. ქალბატონი ირმა ჭკადუა ძალზე გამოცდილი, მაღალი დონის პროფესიონალია, მისი ნდობა ყველას გვაქვს, ქმრებზეც ბევრი ცოლი ძალადობს, მარტო კაცებს რომ ადანაშაულებენ!

Jiji   (27.05.2020)
როგორც სჩანს, ლიბერასტული ჯოგს, უსაყვედურა პატრონებმა, რომ ვერ მუშაობენ მიღებული თანხების შესაბამისად და ერთობლივი ძალისხმევით გამოაცხეთ სკანდალი წონიანი ფიგურით და საერთაშორისო ელფერით! მაგათი მყისიერი ჩართვა, დასტურია იმისა რომ მათი ლომის წილი ხელი ურევია ამ სკანდალში და გატრუნული ელოდნენ სტარტს, ყველა ტელებორდელი, ჯაშუში ენჯეოები და რათქმაუნდა ქვეყანაზე და ხალხზე ზრუნვით დამაშვრალი სახდამცველი..! ეს ბიჭი, წარმატებული პროფესიონალია, გარკვეულად, ქვეყანას წარმოადგენს მაღალ დონეზე და იმის მაგივრად, რომ იმავე ქვეყანამ ხელი შეუწყოს, როგორ დაესიენ, აფთრებივივით შანტაჟისტი და უზნეო ცოლყოფილის გამო! აქედან სჩანს, როგორ უღირთ ქვეყანა და სამშობლო, ამ, დემომრატიისმანტიამოსხმულ თახსირებს, რომლიც მათ გეგმებში, პირდაპირ, ვერ ჯდება!...

ასეა ეს   (27.05.2020)
მოსამართლის ან ადვოკატის რომ სჯერა ესეთი ადამიანი ბევრია ძალიან მაინტერესებს? ათიდან ერთი რომ იყოს ნორმალური და წესიერი მაშინ შეიძლება კიდევ გადარჩეს ეს საცოდავი ქვეყანა

***   (27.05.2020)
ადვოკატები ხართ თუ ჭორიკანა დედაკაცები.დაელოდეთ სასამართლოს,რას მოგიღიათ პირები და ყველაფერს ლაპარაკობთ.

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×