რეზონანსი
26.05.2020

მწერალი, მსახიობი და პოლიტიკოსი, გურამ პეტრიაშვილი დამოუკიდებლობას 26 მაისს არ ზეიმობს და ამბობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მისთვის, 9 აპრილია.

გურამ პეტრიაშვილი: "თუ დამოუკიდებლები ვიყავით, რაღას ვწვალობდით და ვმიტინგობდით 1989 წელს?

ნამდვილი დამოუკიდებლობის დღე 9 აპრილსაა, იმ დღეს, რომ დაგვარბიეს და დაგვჩეხეს... ორი თვის მერე ზვიადმა 9 აპრილი აღიარა დამოუკიდებლობის დღედ. ჩატარდა რეფერენდუმი, კენჭისყრა - ხართ თუ არა მომხრე, 26 მაისის საფუძველზე 9 აპრილი გამოვაცხადოთ დამოუკიდებლობის დღედო?

26 მაისის აღნიშვნა ედუარდ შევარდნაძეს იმისთვის უნდოდა, რომ ზვიადის როლი დაეკნინებინა და არ ეთქვა, რომ გამსახურდიამ დააწესა დამოუკიდებლობის დღეო.

დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, ეს უკვე დიდი რამაა.

დიდი ხნის წინ რუსთაველის გამზირზე, დედას, ოლია დეიდას 5-6 წლის შავტუხა ბიჭი მოჰყვება. საპირისპირო მხრიდან დიდი ქართველი ფილოსოფოსი შალვა ნუცუბიძე მოდიოდა და პატარა ბიჭისთვის გულგრილად ვერ ჩაუვლია.

გაჩერებულა და მერაბის დედისთვის უკითხავს - ქალბატონო, ვინ არის ეს შავლეგოო? გავა დრო და ამ შავტუხა ბიჭს ქართველი ხალხი შავლეგოს დაარქმევს.

ზვიადი და მერაბი ძალიან დიდი პიროვნებები იყვნენ. ისეთი წარუშლელი შთაბეჭდილება, როგორიც მათ მოახდინეს ჩემზე, სხვამ ვერავინ მოახდინა. ეს ორი კაცი საქართველოს მატეანედან გადმოსული რაინდები არიან.

ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალი მერაბ კოსტავა მინახავს და ხელი ჩამოურთმევია. ჩემდამი პატივისცემა არაერთხელ გამოუხატავს.

წყარო: "პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×