რეზონანსი
26.05.2020

 ღამის კლუბები და ბარები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ - ობიექტები, რომლებმაც უკვე სოლიდურად იზარალეს "კოვიდ 19"-ის გამო ისევ დახურულია და მათი საქმიანობის განახლება დიდი ალბათობით უახლოეს პერიოდში ვერ მოხერხდება.

ბარებისა და კლუბების წარმომადგენლების თქმით, საგადასახადო შეთავაზებები მათთვის აუცილებელია და ასევე საუბარია ალტერნატიულ ფართებზე ღია ცის ქვეშ, სადაც მათთვის დროებით გადაცემის შემთხვევაში სხვადასხვა ღონისძიებებს გამართავენ.

კლუბ "ბასიანის" თანადამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი აღნიშნავს, რომ კლუბების მომავალი ჯერჯერობით ბუნდოვანია.

"ჩვენი სფერო არის გაქრობის და განადგურების წინაშე და იმაზე საუბარი, თუ როგორ გავაგრძელოთ საქმიანობა და შევინარჩუნოთ თანამშრომლები, ცოტა ნაადრევად მეჩვენება, რადგან ამ ყველაფრის მომავალი არის ბუნდოვანი და უიმედო. ჩვენ არ ვიცით რა გველის. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ სახელმწიფოსგან, ეს არის, რომ ჩაგვრთონ კვლევაში,"- განაცხადა ნაჯა ორაშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×