რეზონანსი
26.05.2020

Covid-19-ის მქონე იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოში კორონავირუსის ინფექციაზე „პლაქვენილით" მკურნალობენ, არავითარი გართულება არ ჰქონიათ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „სოლიდარობის კვლევიდან" მედიკამენტ „ჰიდროქსიქლოროქინის" („პლაქვენილი") დროებით ამოიღებასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

რაც შეეხება იმას, რა მედიკამენტებზე ჩატარდება საქართველოში „სოლიდარობის კვლევა", რომლისთვისაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოც შეარჩია, გამყრელიძის თქმით, კვლევის დიზაინზე, მის პროტოკოლზე, ავადმყოფთა ჩართვისა და არ ჩართვის კრიტერიუმებზე ჯერ კიდევ მიდის საუბარი.

"ჯერ ეს კვლევა, რამდენადაც მე საქმის კურსში ვარ, არ დაწყებულა, მხოლოდ საუბარია კვლევის დიზაინზე, ანუ როგორი დიზაინით უნდა გაკეთდეს კვლევა, მის პროტოკოლზე, ავადმყოფთა ჩართვისა და არ ჩართვის კრიტერიუმებზე. „პლაქვენილი" ჩვენთან დიდი ხანია გამოიყენება, ისევე როგორც ბევრი ქვეყნის პროტოკოლებსა და გაიდლაინებში შედის. მხოლოდ ერთი კვლევის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საპატივცემულო და მაღალრეიტინგული ჟურნალია „ლანცეტი", სადაც გამოქვეყნდა გარკვეული მასალები, საბოლოო დასკვა ჯერ არ არის საერთაშორისო საზოგადოებაში გაკეთებული. მე რა ინფორმაციაც მაქვს, დაავადებაა კონტროლის ცენტრი ფლობს ინფორმაციას, რა თქმა უნდა, უფრო ზუსტი აქვთ კლინიცისტებს, მაგრამ ზოგადი ეპიდსიტუაცია გვაქვს ჩვენ და არავითარი გართულება „პლაქვენილის" გამოყენებასთან დაკავშირებით არ ყოფილა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გარდა, მსოფლიოში, სხვადასხვა უნივერსიტეტში ბევრი კვლევა ტარდება, სადაც „პლაქვენილი" განიხილება როგორც სამკურნალო საშუალება.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სოლიდარობის კვლევიდან" მედიკამენტი „ჰიდროქსიქლოროქინი" („პლაქვენილი") დროებით ამოიღო.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×