
სკანდალური განცხადებებით ცნობილ ვანისა და ბაღდათის მტროპოლტს, მეუფე ანტონს, სოციალურ ქსელში წარსული და ცნობილ კრიმინალურ „ავტორიტეტებთან" კავშირიც გაუხსენეს.
მეუფე ანტონი, ერისკაცობაში მარკოს ბულუხია წარსულში საპატრიარქოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან ურთიერთობის განწყოფილებას ხელმძღვანელობდა.
ამ პერიოდში მას ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ბევრ პატიმართან, მათ შორის „კანონიერ ქურდებთან.
ფოტო 2000 წელს, ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის", დავით კაკულიას (დათო თბილისკი) ბავშვის ნათლობაზეა გადაღებული.
„პრაიმტაიმთან" საუბრისას არ მალავს „კანონიერ ქურდებთან" მეგობრობას და არც იმას უარყოფს, რომ ერისკაცობაში თავადაც ამ წრის ნაწილი იყო.
ბევრი ფოტო მაქვს ქურდებთან გადაღებული, რადგან ჩვენ „რესბალნიცაზე" ავაშენეთ ეკლესია. მე იქ გავიცანი „კანონიერი ქურდი" დათო კაკულია (2001 წელს გარდაიცვალა).
ჩვენს შორის ისეთი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, რომ ძმად მივიჩნევდი.
დავნათესავდით კიდეც, ნათელ-მირონი გვაკავშირებს. საოცარი ურთიერთობა მაქვს ახლაც მის ოჯახთან.
ეს ფოტოც დათოს ბავშვის ნათლობაზეა გადაღებული. დავით მაღრაძე ერთ-ერთი ნათლიაა."
წყარო: პრაიმტაიმი