რეზონანსი
26.05.2020

გომბორის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ პალდოსთან მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რა დროსაც სამი მგზავრი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

წყარო: Report.ge

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×