რეზონანსი
26.05.2020

იმ ძალების მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ შემიცვლია, მიუხედავად ამისა, ძალიან ცუდი ფორმით გადადგა ეს ნაბიჯი, ვგულისხმობ ძალის გადამეტებას და უკვე დაშლის შემდეგ იმ ქმედებებს, რაც ვიხილეთ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, როგორი უპასუხისმგებლოც არ უნდა იყო ხელისუფლების ოპონენტი, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, არ დაუშვას იმ ტიპის მოვლენები, რასაც 2011 წლის 26 მაისს ჰქონდა ადგილი.

,,ასეთი რაღაცა არასოდეს არ უნდა მოხდეს. როგორი უპასუხისმგებლოც არ უნდა იყო ხელისუფლების ოპონენტი, სპეციალურად ეძებდეს საბაბს ასეთი რაღაცის, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ეს გაითვალისწინოს და არ დაუშვას იმ ტიპის მოვლენები, რაც მაშინ ჰქონდა ადგილი. ჩემი გუნდის კრიტიკა, არანაირად არ ამართლებს იმ ძალებს, ვინც ასე მოიქცა და ვინც იყო მოწადინებული ძალადობისკენ.

ქვეყნის წინსვლა გულისხმობს იმას, რომ როგორი დაპირისპირებული შეხედულებებიც არ უნდა ჰქონდეთ დაპირისპირებულ მხარეებს, უნდა შეთანხმდნენ თამაშის წესებზე. ასეთი შეთანხმებაა სწორედ, რომ უნდა გვქონდეს პროპორციული არჩევნები. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და როგორი მიუღებელი შეხედულებების ოპონენტები არ უნდა ჰყავდეს, არ შეიძლება, მის მიმართ უსამართლო წესები არსებობდეს და პოლიტიკური ნიშნით ვინმე დაისაჯოს", - განაცხადა ბოკერიამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გალელი   (26.05.2020)
არ დაშვება თქვენ მოგეთხოვებათ,ნუ არევთ მდგომარეობას,დესტაბილიზაციას ნუ გამოიწვევთ...

ИНЦИТАТУС   (26.05.2020)
26 маисс ар ико акциа, ис ико ПРОВОКАЦИА, ромелиц "царматебит" чаатара Бурджанадзем, (риствисац сакадриси пасухи мииго. Исе 2-3 хелкети масац ром мохведрода дидебули рам икнебода) да шемдгом амиса сул амит амакобс. Асе ром вер даветанхмеби амханаг Бокериас.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×