რეზონანსი
26.05.2020

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, კლინიკაში კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკა Facebook-ზე ავრცელებს.

„26 მაისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 14 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 6 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 13 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი", - წერია განცხადებაში.

ქვეყანაში კორონავირუსი 732 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 537 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 3076 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 300.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×