რეზონანსი
26.05.2020

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ვიდეოს ენმი-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ეხმაურება, რომელიც ცერცვაძის ზუგდიდის ადგილოვბრივი ხელისუფლების ქებას პარტიულ აგიტაციას უწოდებს და ცნობილ ექიმს ურჩევს, დარჩეს ექიმად და ნუ დაკარგავს ვირუსთან ბრძოლისას ხალხის მოპოვებულ სიყვარულს.„ამ წამს ვნახე ეს ვიდეო და არ დავმალავ, გაოგნებული დავრჩი. სრულიად გაუგებარია რა აღმშენებლობაზე გვესაუბრება ბატონი თენგიზ ცერცვაძე, რა შენდება და მშვენდება ზუგდიდში ამ ბოლო წლებში?

ან რომელ მერს და რეგიონალურ ხელისუფლებას აქებს და ადიდებს, რომელიც ქუჩების რეცხვით და კლიპების გადაღებით ირთობდა თავს ეპიდემიის მძვინვარებისას როცა ჩვენ, მთელი საზოგადოება სახლებში ვიყავით გამომწყვდეულები?!

უკაცრავად, ვირუსს ებრძვით თუ ვირუსი უკვე მოინდელეთ და საარჩევნო ბრძოლაში გადმოერთეთ და პარტიულ აგიტაციას მიჰყავით ხელი?

ნუთუ ახლა, როცა (როგორც თქვენ საუბრობთ) ჯერაც არ დაგვიმარცხებია ვირუსი და მეტიც, მეორე ტალღას ველოდებით, აი ამ, გაგანია შუა ბრძოლაში ხელისუფლებისგან დამოუკიდებელად მოგინდათ ხელისუფლების ქება? თანაც იმ ასპექტში, რომელიც არაფერ შუაშია ეპიდემიასთან?

ბავშვიც არ დაიჯერებს იმას, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად ხდება.

ბოლომდე ნუ გაფლანგავთ და ნუ დაახურდავებთ ვირუსთან ბრძოლისას მოპოვებულ ხალხის სიყვარულს პარტიულ აგიტაციაზე. დარჩით ყველას ექიმად. ნუ იქცევით ქართული ოცნების სახედ. ნუ იქცვით იმის სახედ, რასაც სახე არა აქვს.

ან რა დროს ვინმეს ქება და მხარდაჭერაა, როდესაც მაგ: საზ. ტრანსპორტი ისევ გაჩერებულია, ხალხი კვლავ სამსახურების, დახმარებების გარეშეა და შიმშილობს და ა.შ." - წერს ნიკა მელია.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
......   (26.05.2020)
გვეშველება რამე? ხალხს მოგვხედეთ,ხალხს! ადამიანი აღარ დარჩა ამ ქვეყანაში? ყველა ვიღაცისტია, ყველა გათითოკაცებულია. ფუ,რააა... ამ ეპიდემიამაც ვერაფერი გასწავლათ!!!!!

ИНЦИТАТУС   (26.05.2020)
Б-но Никанор! Тквен укве карис (ветер) цисквилебс (мелница) ебрдзвит, огонд егаа ром Росинанти, Санчо да Греи гаклиат. Ес чвени "кофили сасикадуо" (да ара гмири) екимеби ки гадабаргднен ешмас мсахуребаши.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×