რეზონანსი
26.05.2020

არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით, - ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის კითხვას, რამდენად სწორი იყო 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის ფორმა.

„რომელ აქციაზე მეკითხებით. არ მახსოვს, რა აქციაზე მელაპარაკებით. 2011 წლის 26 მაისს რა აქცია გაიმართა, ქალბატონ ბურჯანაძეს გულისხმობთ?

თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ იყო მცდელობა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ჩაშლილიყო სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიებები, რაც ფაქტობრივად იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და ჩვენს სახელმწიფო ინტერესებზე და ეს ყველაფერი ხორციელდებოდა იმ ხალხის მიერ, რომლის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, ყველამ ვიცით, არის მიმართული ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს უნდა დაეცვა საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები.

თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, თუ რა პროცესში მოხდა შესაბამისად ძალის გადამეტება. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განსხვავებით, მაგალითად, როდესაც გავრილოვის პარლამენტში მომყვანმა ხელისუფლებამ შემდგომ დაარბია საკუთარი თანამოქალაქეები და დღემდე გამოუძიებელი რჩება ყველა ეს საქმე და დაზარებულის სტატუსიც არ მიუნიჭებიათ იმ ადამიანებისთვის, ვისაც რეზინის ტყვიები ესროლა „ქართულმა ოცნებამ" სერგეი გავრილოვის გამო, განსხვავებით ამისგან, მე რამდენადაც მახსოვს, 26 მაისს ძალის გადამეტების შემთხვევები იყო გამოძიებული და შესაბამისად, დასჯილი", - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

კითხვაზე, უქმნის თუ არა უხერხულობას ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა: „მე მიმაჩნია, რომ მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც მე შეიძლება ბევრ რამეში არ ვეთანხმები, აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ თავისუფალ არჩევნებში ქვეყანაში, რადგან ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, ვის მიანიჭებს ის ნდობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი შესაბამის პასუხს გასცემს არჩევნებზე ყველა პოლიტიკოსის პირად გადაწყვეტილებას და პოლიტიკურ არჩევანს, თუმცა თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებული არჩევნების უფლება აქვს ყველა პოლიტიკურ ძალას, მიუხედავად იმისა, თუ მე რას ვფიქრობ მათ შეხედულებებზე".

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
guga   (26.05.2020)
sheni maxinji mkvleli deda,she chatlaska,deputatis bilets amofarebulo kajago nacbandi bandito!

ИНЦИТАТУС   (26.05.2020)
Гинебит гиндат тквени азри гамохатот?

😈😈ი   (26.05.2020)
ისემც მოგიტყან სატყნავები სამადაშვილო!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×