რეზონანსი
26.05.2020

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას და თავდაცვის ძალებს მძიმე პერიოდში გვერდში დგომისთვის და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზიარებაში. ასევე, მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს და ექიმებს სწორი სტრატეგიისთვის და ვირუსთან ეფექტური ბრძოლისთვის.

​„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! დღეს უჩვეულო 26 მაისია საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, თავდაცვის ძალებთან ერთად სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში. ეს გამოწვეულია განსაკუთრებული კრიზისული მდგომარეობით, რომელშიც ჯერ კიდევ ვიმყოფებით. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ აქ ვართ და გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად საზოგადოება. დღევანდელი კრიზისის დროს ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს მისცა გამძლეობისა და წარმატების მაგალითი. ეს, ჩვენი ყველას გამარჯვებაა. უხილავ მტერთან ბრძოლას ვაგრძელებთ და ომი არ დასრულებულა. როდესაც მიღწეულ წარმატებაზე ვმსჯელობთ, ყველაზე ნათლად ჩანს, თუ რა როლი ითამაშა მასში პროფესიონალიზმა. ერთი მხრივ, მთავრობამ დროულად და ეფექტიანად აამოქმედა მართვის ყველა ბერკეტი, მეორე მხრივ კი ეპიდემიოლოგებმა და მედიკოსებმა სწორად დასახეს ბრძოლის სტრატეგია. ჩვენმა ჯარისკაცებმა კი მაღალ დონეზე შეასრულეს თავიანთი მოვალეობა, სადაც საჭირო იყო. საზოგადოებამ გამოავლინა თავისი სიმწიფე და ქვეყნის სიყვარული. პროფესიონალიზმმა გამოიწვია საზოგადოების ნდობა და ეს გახდა პირველი წარმატების საფუძველიც,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
guga   (26.05.2020)
pasuxi SIROPIAS gogos,shen xar msoflios unitazi,TFUI shr wkeulo!!!!!!

siropias gogo   (26.05.2020)
ra gaimarjve he xronco insultiano bebero dzaglo hen dedas hevecibidzinia deda hetxrilma da hen ki gaimarjvet milionebs houlobt aba kartvel kacs kitet heveci tkven dedebs bozebo teslebo sunel gamsaxurdias tamadobit


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×