რეზონანსი
26.05.2020

სინოპტიკოსები ცნობით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურა მოიმატებს. უნალექო ამინდები 28 მაისის ჩათვლით შენარჩუნდება. 29-30 მაისს ტემპერატურის რამდენიმე გრადუსით კლებაა მოსალოდნელი, 31 კი მაისიდან საქართველოს მასშტაბით კვლავ დათბება.

„უნალექო ამინდები დარჩება 28 მაისის ჩათვლით და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26-27 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 27-32 გრადუსამდე გათბება.

ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებაა მოსალოდნელი 28 მაისს – დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 31-33 გრადუსი, აღმოსავლეთით კი ჰაერი 28-31 გრადუსამდე გათბება.

29-ში, დღის პირველი ნახევარი უნალექოდ ჩაივლის, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან დღის ბოლომდე საქართველოში ამინდი კვლავ გაუარესდება, დღის ბოლოს მოსალოდნელია ზოგიერთ რეგიონში წვიმა, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება.

ტემპერატურა ერთი-ორი გრადუსით დაიკლებს. ტემპერატურის დაკლება შენარჩუნდება 30 მაისსაც. 30 მაისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და აღმოსავლეთ საქართველოში გაძლიერდება ქარი. მათ შორის, დედაქალაქშიც იქროლებს ძლიერი დასავლეთ მიმართულების ქარი.

31 მაისს გამოიდარებს, ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 31-32 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში 28-დან 30 გრადუსამდე“, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×