რეზონანსი
26.05.2020

„მარნეულის მერს ვაძლევ გონივრულ დროს, ქალაქის ცენტრიდან დაუყოვნებლივ აიღოს ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი. თუ ამის დადგმა შეცდომა იყო, საჯაროდ აღიაროს და ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას“, – განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა ქადაგებისას.  

ეპისკოპოსმა მრევლს ნარიმან ნარიმანოვის შესახებ ინფორმაცია მიწოდა: „რადგან აზერბაიჯანელის ძეგლია იმიტომ კი არ ვართ წინააღმდეგი, არამედ ასეთი მოღალატეები იყვნენ ფილიპე მახარაძე, ორჯონიკიძე. მათი ძეგლები ჩვენ ავიღეთ და გადავაგდეთ. ისინი იყვნენ საბჭოთა რეპრესიული მანქანის თანამსახურნი, თავკაცები, რომლებმაც უამრავი ხალხი დახვრიტეს, მოაწყეს რეპრესიები.

მინდა, გაგახსენოთ, ვინ იყო ნარიმან ნარიმანოვი. ეს ალბათ ბევრმა აზერბაიჯანელმა არ იცის და ბევრმა ქართველმაც. გასაოცარია, საიდან შემორჩა ჩვენს ქალაქში, შუა ცენტრში, ამის ძეგლი.

ის დაიბადა საქართველოში, აქ ცხოვრობდა, მერე გადავიდა აზერბაიჯანში, იყო ბოლშევიკი. მაშინდელმა საბჭოთა რეპრესიულმა მანქანამ მისი მეთაურობით ჯერ დაამხო აზერბაიჯანის დემოკრატიული სახელმწიფო და 1926 წელს თავს დაესხა საქართველოს. ჩვენი წინაპრების, თანამემამულეების სისხლით აქვს მას ხელი გასვრილი. შემდეგ, გამყიდველ ფილიპე მახარაძესთან ერთად მისი ხელმოწერა ამშვენებს, როდესაც საქართველოს ძირძველი მიწის, ზაქათალის მხარე გადასცეს მეზობელ სახელმწიფოს. აი, ვინ არის ნარიმან ნარიმანოვი. მას დიდი წვილი მიუძღვის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის რღვევაში, ოკუპაციაში და მიწა-წყლის ჩამოცილებაში. ის არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტერი.

ადამიანი, ქალაქის მერი, როდესაც ამას კადრულობს, როდესაც ფარულად, ვითარცა მპარავი, შუა ღამე ასეთ რამეს კადრულობს, ეს არის უსინდისობა. მე პირდაპირ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მოვუწოდებ დღევანდელ ხელისუფლებას, ჩაერიოს ამ ვითარებაში და არათუ მარნეულში, არამედ აღმოიფხვრას ყოველგვარი ასეთი საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკები და მათი ხელშეწყობა.

ჩვენ ღირსებააყრილი ერი არ ვართ. თუ ღირსება შეგვრჩენია საერთოდ ქართველებს, მაშინ ჩვენი მტრების ძეგლი არ უნდა იდგეს შუა ქალაქში, ეს ჩვენი წინაპრების სულში ჩაფურთხებაა.

მე ვფიქრობ, რომ აქ დიდ უმეცრებასაც აქვს ადგილი. ქალაქის მერმა ავტობიოგრაფია არ უნდა იცოდეს რა ძეგლზეა საუბარი? ეს თამაშები არავის გამოუვა. თუ ეს იყო შეცდომა, ეს შეცდომა საჯაროდ უნდა აღიაროს მერმა და დაუყოვნებლივ, როგორც მან უკანონობა ჩაიდინა მორალურად, ზნეობრივად და სახელმწიფოს წინაშე, მოიხადოს ბოდიში საზოგადოების წინაშე და დაიწყოს პროცედურები ძეგლის ასაღებად“, - აღნიშნა ეპისკოპოსმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
დაჩი   (26.05.2020)
მართალია ეს ადამიანი.

ИНЦИТАТУС   (26.05.2020)
Батоно чемо! (ар вици рогор могмартот) Вис мимартавт тквенс церилши, Фтирофаг аргонавт Гахариас? Ту имбецил Иванашвилс? Есени (квелас вер чамовтвли, ауареба ариан) гаунатлебели 1,2 уджредианеби ариан. Тквен ки гиндат реагиреба моахдинон шекмнил ситуациазе. Унда авгнишно агретве ром тквенс церилши арц ки ахсенет ам пировнебис гвари (Заур Даргали) ромелиц асеве имбецил Гарибашвилма "акуртха" мерад. Ра претензиеби гаквт Наримановтан? ес пировнеба ико тависи халхис патриоти, гансхвавебит чвени имбецилебисган. Асе ром дзалиан мале Наримановис хатс дагихатавен да тквенац диди агфртоваебит илоцебт "диди азербаиджанис" садидеблад. Сакартвело гахда ешмакис цилхведри квекана, тквени да тквени "колегебис" шемцеобит. Родесац гхедавт ертад тавшекрилебс, мрчеба штабечдилеба ром "шабашс зеимобт". Фуи ешмакс.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×