რეზონანსი
25.05.2020

საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად 5 თვით ადრე, „ქართული ოცნების" ლიდერი ოლიგარქი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასა და ახალ საპარლამენტო გუნდზე კონსულტაციებს გადის. კონსულტაციების დასრულებამდე დღეებიღა დარჩა.

ბოლო თვეების განმავლობაში, არაფორმალური მმართველის კარზე მწვავე შიდა კონკურენცია მიმდინარეობდა. იმის მიუხედავად, რომ გიორგი გახარიას პრემიერობიდან გაშვება ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულზე იყო გადაწყვეტილი და მის შემცვლელად სუსის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დანიშვნა, თუმცა კორონაპანდემიამ შიდა კონკუნერციის და პოლიტქასტინგის ვადა გაახანგრძლივა. ამ დრომდე შიდა კონკურენციაში 3 ძირითადი კანდიდატი მონაწილეობდა - სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

აღსანიშნავია, რომ მაია ცქიტიშვილს და გრიგოლ ლილუაშვილს „ქართუს" ბექგრაუნდი აქვთ. აღმასრულებელ ხელისუფლებაში სერიოზული პორტფელების ჩაბარებამდე ისინი ივანიშვილის პირად ფონდ „ქართუში" ბეჯითად მუშაობდნენ და დაუფასდათ კიდეც სიბეჯითე - მამა-მარჩენალმა მათი კარიერული აღმასვლა უზრუნველყო.

რაც შეეხება პრემიერობის მესამე კანდიდატს - ნათია თურნავას, ეკონომიკური გუნდის ლიდერს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ლობირებენ.

მთავრობაში ახლა სწორედ გრიგოლ ლილუაშვილის მარშუტის შესწავლა ხდება, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ მომავალი პრემიერი სწორედ ის იქნება.

ლილუაშვილის ადგილს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დაიკავებს.

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში გიორგი გახარიას მომავალ პოლიტიკურ ბედთან დაკავშირებით კი როგორც ინფორმირებული წყარო აცხადებს, ერთ-ერთ ვარიანტად გახარიას „ოპოზიცინერობა“ კი არა, „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომრობაც განიხილება.

წყარო: “2020NEWS”

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×