რეზონანსი
25.05.2020

ზუგდიდში, საკრებულოს წევრს, ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარეს ბათლომე შელიას ძალადობის მუხლით ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, ბართლომე შელიასა და დ.ღ.-ს ძალადობის ფაქტზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ. გამოძიების მიხედვით, შემთხვევა 2020 წლის 7 აპრილს ზუგდიდის მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. განცხადებაში აღნიშნულია,რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დ.ღ.-მ რ.ზ.-ს თავის არეში დაზიანება მიაყენა.

"იმავე დღეს,დაახლოებით 14:45 საათზე, დ.ღ.-ს და რ.ზ.-ს შორის არსებული დაპირისპირების მიზეზის გარკვევისას, ბ.შ.-მ რ.ზ.-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც რ.ზ.-მ ასევე თავის არეში დაზიანება მიიღო", - წერია უწყების განცხადებაში.

პროკურატურა აპირებს, რომ სასამართლოზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება მოითხოვოს.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×