რეზონანსი
25.05.2020

შეიძლება ჩვენ მნიშვნელოვანი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ ომი ჯერ არ მოგვიგია, ამიტომ ამისთვის აუცილებელია მთელი საზოგადოების კონსოლიდირებული, ერთიანი მოქმედება, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „POSTV" ეთერში განაცხადა.

„კორონავირუსი არსად წასულა. საზოგადოებასთან და სახელმწიფოსთან ერთად გატარებული ღონისძიებებით, ამ ვირუსის გავრცელების შეფერხება შევძელით, მაგრამ ის ისევ ჩვენთან რჩება, ამიტომ ის რეკომენდაციები, რაც მოწოდებულია, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. საზოგადოებას პირბადის ტარება, ხელების ხშირი დაბანა და ფიზიკური დისტანცირება ჩვევად უნდა ექცეს, რადგან ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე კარგი საშუალება ესაა. არ დაგავიწყდეთ, ვირუსი ჯერ დამარცხებული არაა", - განაცხადა ინფექციონისტმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (25.05.2020)
გაიხარეთ


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×