რეზონანსი
25.05.2020

„თუ ვინმე გვებრძვის ეს არის რუსეთი თავისი საბჭოთა მემკვიდრეობით“, - ასე გამოეხმაურა მამა ანდრია სარია ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსის, მეუფე ანტონის ქადაგებას.

„განცხადება გაუგებარიცაა ჩემთვის სიმართლე გითხრათ. ჩვენ თუ ვინმე გვებრძვის ეს არის რუსეთი თავისი საბჭოთა მემკვიდრეობით და საქართველოში დარჩენილი ადამიანები, რომლებიც საბჭოთა ცნობიერების არიან. კარგი იქნება, რომ სხვა მღვდელმთავრებსაც ზუსტად იდენტური კითხვა დავუსვათ, რას ფიქრობენ ისინი ამ განცხადებაზე და მანაც დააკონკრეტოს რატომ გახდა საჭირო ზუსტად ამ დროს, ამ მოცემულობაში წინა საარჩევნოდ, ამ განცხადების გაკეთება. ჩვენ როდესაც საპატრიარქოზე ვსაუბრობთ და ეკლესიის კონკრეტულ წევრებზე, ამას ვსაუბრობთ რომ კონკრეტული წევრები არიან საბჭოთა მემკვიდრეობის გადმონაშთი და ეს უნდა აღიკვეთოს", - განაცხადა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში მამა ანდრია სარიამ.

„შეცდომით ხომ არ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა?" - ეს არის ამონარიდი მეუფე ანტონის ქადაგებიდან.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (25.05.2020)
MGVDELI ANTONI DA KALOSHIANI XIXO, ES ERTI MENTALITETIA. ORIVES MOGITYANT GAMCHENI DEDA, TQVE MONEBO.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×