რეზონანსი
25.05.2020

ორი დღის წინ გორში, 28 წლის გოგონა გარდაიცვალა. „პრაიმტაიმის" წყაროს ინფორმაციით, გოგონა დიალეზზე იყო და ყოველდღე დადიოდა საავადმყოფოში სამკურნალოდ.

თუმცა გარდაცვალების დღეს ახალგაზრდა გოგო საავადმყოფოში არ წასულა.

წყაროს ცნობით, გარდაცვლილს სახის არეში ჩალურჯებები აღენიშნება. მიზეზი თუ რატომ ვერ წავიდა გოგონა საავადმყოფოში, უცნობია.

არსებული ინფორმაციით გარდაცვლილს და მის მეუღლეს წარსულში უთანხმოება ჰქონდათ.გარდაცვლილი გოგოს მეუღლეს სამძიმარზე არ უშვებენ ახლობლები.

ცნობისთვის, გარდაცვლილის მეუღლე წარსულში მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. გარდაცვლილს სამი წლის გოგონა დარჩა.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეზე ჯერ დაკავებული არავინ არაა.

“პრაიმტაიმი“

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×