რეზონანსი
25.05.2020

„5 ორსული გავატარე, ყველა გამოჯანმრთელებული წავიდა,"- საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა პულსი TV-ს ეთერში განაცხადა.

ლევან რატიანის თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 ორსული მიიღეს და ხუთივე გამოჯანმრთელებული გაეწერა:

„მე მაშინაც ვექიმობდი, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში. ძალიან კარგად ვიცი გრიპით და გრიპის შემდგომი გართულებებით, როგორ იღუპებოდნენ დედა და ნაყოფი ორივე ერთად.

როდესაც პირველი ორსული შემოგვივიდა ძალიან მაკანკალებდა, იმიტომ რომ არავინ არ მიიღო ქვეყანაში. ერთადერთი დაწესებულება ვიყავით, ვინც მიიღო. რამდენიმე დღე მე, თვითონ, "დედა როგორ არის? ნაყოფი ცოცხალია" მე თვითონ დავდიოდი. არცერთ მათგანს არ წარმოუდგენია ჩივილი ორსულს, განსაკუთრებთ. 5 ორსული გავატარე, ყველა გამოჯანმრთელებული წავიდა, "-ამბობს რატიანი.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×