რეზონანსი
24.05.2020

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, იუსტიცის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტის მიერ პოლიტპატიმრების შეწყალების შეფასებაში არც გულწრფელი იყო და არც პრინციპული.

ხუხაშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში" მოსვლის პირველივე დღიდან წულუკიანი პრინციპულობანას თამაშობს, სინამდვილეში კი დიდ კომპრომისში ცხოვრობს.

„წულუკიანი იცავს მუნდირის ღირსებას, მოსამართლეებსა და პროკურორებს ელაპარაკება - რომ „მე თქვენს გვერდზე ვარ და თქვენ არაფრის არ შეგეშინდეთ ". ის რომ ნამდვილად გულწრფელი იყოს უნდა თქვას - „მე ბიძინა ივანიშვილით ვარ უკმაყოფილო", საერთოდ მისი მინისტრის კარიერა დაიწყო „თავისუფალი დემოკრატებიდან ", როცა ალასანია წავიდა კოალიციიდან ის დარჩა მინისტრად და ეს იყო მისი კომპრომისი, თუ ამას კომპრომისი ჰქვია თანამდებობის სანაცვლოდ. იმის შემდეგ, ამ კომპრომისში ცხოვრობს. ეხლა თვალებს რომ აბრიალებს და პრინციპულობანას რომ თამაშობს. ეს პრინციპულობანა „ქართუ ოცნებაში " მოსვლის პირველი დღიდან არის დიდი ზღაპარი და მე ეს ყველაზე კარგად ვიცი, შემიძლია ფაქტებიც ვთქვა", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
---   (25.05.2020)
ტროლებო გამოდით , თქვენი ----- უნდა დაქთვალოთ!

გურული GOOGLE!   (25.05.2020)
ხუხაშვილო "სირო" შენ ვერასოდეს გახდები ექსპერტი!!!!

მედეა   (25.05.2020)
გია ხუხაშვილის გული თუ გინდათ მოიგოთ---აძაგეთ ბიძინა ივანიშვილი--სხვა არაფერი გიშველით. აი, მერე გახდებით თაყვანისცემისა და მისი შექების ღირსი!

😈   (25.05.2020)
იდი ნახუი შე ვითომ ექსპერტი !!!😅😅


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×