რეზონანსი
24.05.2020

უცხოეთში ბიზნესმა შექმნა სახელმწიფოები და ჩვენთან, სახელმწიფო ქმნის ბიზნესს და სახელმწიფო რომ ქმნის, ეს ნიშნავს, რომ მის ქვეშ ვარ,- ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ "Forbes კვირაში" საუბრისას განაცხადა.

„კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას" პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია, საქართველო იყოს მდიდარი ქვეყანა, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია, რომ იყოს ღარიბი.

"შეუძლია თუ არა საქართველოს იყოს მდიდარი ქვეყანა? მე ვფიქრობ, რომ საქართველო არ შეიძლება იყოს მდიდარი ქვეყანა, მაგრამ შეიძლება იყოს შეძლებული ქვეყანა. მდიდარი ქვეყნებია ამერიკა, ინგლისი...თუმცა, ჩვენ შეგვიძლია არ ვიყოთ ღარიბები. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის.

ხანდახან საუბრობენ, რომ არ გვაქვს ბუნებრივი რესურსები და ამიტომ ვართ ღარიბები. კორონავირუსმა რა გვაჩვენა? ქვეყნები, რომლებსაც აქვთ წიაღისეული სიმდიდრე, გაკოტრდნენ. ნავთობის ფასი დაეცა და ჭკუაზე არ არიან, ოღონდ წაიღე და აქეთ გაძლევენ ფულს შენახვაში.

ვინ არიან ყველაზე მდიდარი ადამიანები მსოფლიოში? ბილ ფეითსი, Facebook-ის დამფუძნებელი, Amazon-ის დამფუძნებელი... წარმოიდგინეთ ესენი რომ საქართველოში დაბადებულიყვნენ. აი, ბილ გეითსს, რომ საქართველოში აეწყო ის გენიალური...ეს 4 ან 3 ადამიანი რომ დაბადებულიყო საქართველოში?! მათ ხომ წიაღისეული სიმდიდრე არ ჰქონიათ? ეს არის წიაღისეული, რომელზეც გარემო არ მოქმედებს. მოთხოვნილება ამაზე სულ არის, ეს არ გვაქვს. ამას უნდა მივაწვეთ. ჩვენ უნდა გვქონდეს ჭკუა და ცოდნა...",- აცხადებს ჭყონია.

BM.ge

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
მედეა   (25.05.2020)
ფაქტი-ს ვეხმიანები. თქვენი კომენტარის ბოლო წინადადება ბიძინა ივანიშვილს ეხება, ალბათ(სხვა ქველმოქმედი ცხადად არ ჩანს) გთხოვთ, დადოთ ფ ა ქ ტ ი რომელ ათმაგად ამოღებაზე საუბრობთ, ანგარებით ქველმოქმედებაზე, ქვეყნის გაძარცვაზე? შეიტანეთ სასამართლოში სარჩელი, იდავეთ, დაამტკიცეთ ზემოთნათქვამი-- დ ა გ ი ჯ ე რ ე ბ თ ჩვენც და გადავიყვარებთ მას! დაუმტკიცებლად ასეთი იარლიყების მიწებება--საზოგადოების შეურაცყოფაა! ასეთ კ ა ც ს--მატყუარას ეძახიან ჩვენში!

გურული ვენდეტა!   (25.05.2020)
ამ არაკაცს რომ შერჩა 90 ი წლების 50 მილიონი კრედიტიდან თანხის მიტაცება, იმიტომ "ბლატაობს" ასე ეს სომეხი!!!!!

ფაქტი   (25.05.2020)
საქართველომ ერთი ნახტომი 2003-12წწ გააკეთა და ეს ისტორიული ფაქტია, კრიტიკა ბევრია ამ ფაქტის მიმართ, მაგრამ ეს რალობაა, საჭირო იყო შემდგომი ნახტომი თუ არა, სწრაფი სვლა მაინც, რაც ვერ განხორციელდა...რაც შეეხება ბიზნესს და ბიზნესმენებს, სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ისინი ქვეყნის გასაძლიერებლად, ხელი შეუწყოს მათ საქმის კეთებაში, ბიზნესი არ უნდა ცდილობდეს პოლიტიკაში ჩართვას, ქვეყნის ძარცვის მიზნით, ქველმოქმედება არ უნდა იყოს ანგარებითი, არ შეიძლება მანეთს დებდე ქველმოქმედებაში და ათმაგად ამოიღო ქვეყნის გაძარცვის ხარჯზე...

simartlis mushto   (24.05.2020)
geyopa eg qocuri laparaki simartlis mushto! dzlivs kaci scors ambobs da geyos chkua es scori aigo, ganavitaro da gamoiyeno. geyopat am qocebs moralizmi, daggupat mag tyuilma moralizmma

Samartlis mushti   (24.05.2020)
Piradad temur chyonias 1 socialuri proeqti mainc daasaxelet ritic qveyanas da xalxs daexmara. Mis mier chamotvlili biznesmenebi miliardebs xarjaven qvelmoqmedebashi da chyonia marto piradi qonebis dagrovebitaa daka ebuli. Chemi azrit erterti umdidresi qartvelia magram qveynistvis da eristvis VIRIS XORCIA da aset darcheba chazaglebamde.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×