რეზონანსი
24.05.2020

საქართველოს პირველი ჩოგანის, ბრალდებულ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა, ყოფილი რძლის ნეკა დოროყაშვილის ბრალდებებს უარყოფს.

"ნუ მაცინებთ რა, ძალიან სასაცილოა. ყველა სხვადასხვა ვერსიას მეუბნებით, ზოგი ამბობს, რომ თოხით გავეკიდე, ზოგი კი ბარით. ეს ახლა პირველი შემთხვევაა, რომ ნაჯახით გავეკიდე," - განაცხადა ჩოგბურთელის მამამ ნოდარ ბასილაშვილმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

ნეკა დოროყაშვილის მტკიცებით, ჩოგბურთელმა მასზე შვილის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა. უფრო მეტიც, ის ირწმუნება, რომ ურთიერთშელაპარაკებაში ყოფილი მამამთილიც მონაწილეობდა და გარკვეული საგნით გამოეკიდა. დოროყაშვილი კონკრეტულად ვერ იხსენებს, თუ რა საგანი იყო ეს და ვარაუდობს, რომ აღნიშნული საგანი შესაძლოა, ნაჯახი იყო.

თავად ნიკოლოზ ბასილაშვილს მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მეზობლები ბასილაშვილის ოჯახს დადებითად ახასიათებენ. მათი შეფასებით, წყნარი ოჯახია და ხმაური არ გაუგიათ. თუმცა აღნიშნავენ, რომ ინციდენტის დღეს მათ სახლში მისული საპატრულო პოლიცია დაინახეს.

ბრალდების მხარემ დაადასტურა დღეს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას ყოფილი რძლის მიმართ შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (24.05.2020)
თავგამოდებით იცავს ჭკადუა,ასი ათასის გადახდა არაფერში როგორი დასაჯერებელია.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×