რეზონანსი
24.05.2020

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, COVID19-ის პანდემიას დასრულებაზე საუბარი ჯერ ადრეა.

„პანდემიის გამოცხადება ხდება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. მაგალითად H1N1-ის პანდემია ერთ წელი იყო და შემდეგ ჯანმო-ს მიერ გამოცხადდა დასრულებულად. პანდემია ცხადდება მაშინ როცა დაავადება ბევრ ქვეყანაშია და სხვადასხვა კონტინენტზე. პანდემია დასრულებულად გამოცხადდება მაშინ, როცა სრულად კონტროლირებადი იქნება. კერძოდ, როცა შემთხვევების რაოდენობა ერთეული იქნება და ახალი ცხელი კერები აღარ წარმოიქმნება. დღეს კორონავირუსი ბევრ ქვეყანაში აღმავლობის რეჟიმშია. ჯერ შორს ვართ რომ პანდემია დასრულებულად გამოცხადდეს. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდემია კონტროლირებადია, მაგრამ როცა ეს ქვეყნები საზღვრებს გახსნიან, ვირუსის ახალი ტალღების და გავრცელების რისკი ისევ იარსებებს", - განაცხადა ბუჭაშვილმა "ტვ პირველთან".

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×