რეზონანსი
24.05.2020

ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებულ სკანდალს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

თემასთან დაკავშირებით, განცხადებას ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აკა მეტრეველი აკაეთებს.

როგორც აკა მეტრეველმა განაცხადა, რომ მას სმენია მეუღლეებს შორის კონფლიქტის შესახებ, თუმცა ბასილაშვილის უდანაშაულობას ეჭვქვეშ ვერ აყენებს.

„ძალიან გაკვირვებული ვიყავი, მართალი გითხრათ, დღეს არ გამიგია. მე ნიკასთან და მის ოჯახთან უშუალო კავშირში ვარ. მე ნიკას მსგავსი მშვიდი ადამიანი არ მინახავს. გამიხარდებოდა, მეც რომ მასავით გაწონასწორებული ვიყო... მე პირადად არ მჯერა იმ ისტორიის, რაც გაჟღერდა. ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ ვიყავი ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ახლაც ხელმძღვანელ პოზიციაზე ვარ.

მსმენია, რომ ოჯახური პრობლემები ჰქონდათ. როცა ცოლ-ქმარი შორდება, გარკვეული პრობლემები და უთანხმოება არის ხოლმე. დეტალები, რა თქმა უნდა, არასოდეს მიკითხავს. ოჯახური ძალადობა მართლაც წარმოუდგენელია ნიკასთან მიმართებაში, ის იმდენად კარგი ადამიანია". - ამბობს აკა მეტრეველი "პრაიმტაიმთან".

შეგახსენებთ, 22 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს და ის დღეს, გირაოს შეფარდების საფუძველზე საპატიმროს დატოვებს.

პრაიმტაიმი

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×