რეზონანსი
24.05.2020

ჩოხატაურში სოფელ შუაამაღლების მკვიდრი ილია ჯიბლაძე 49 წლის მამამ, მამუკა ჯიბლაძემ გამოასალმა სიცოცხლეს. სამართალდამცველებმა იგი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია თოფი და 12 ვაზნა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".

მომხდარზე ჯიბლაძეების მეზობელი საუბრებს, რომელმაც ინკოგნიტოდ ისურვა დარჩენა:

"ჯიბლაძეების ოჯახში ეს ტრაგედია კარგა ხანია მწიფდებოდა... შვილის მკვლელობაში ბრალდებულს მთელი ოჯახი გამუდმებული ფიზიკურზე მეტად, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ჰყავდა. ყველასაგან უსიტყვო მორჩილებას მოითხოვდა, რასაც ოჯახის 7 წევრიდან, ფაქტობრივად, ვერავინ უწევდა წინააღმდეგობას. 

წარმოგიდგენიათ, უკვე დაოჯახებულ შვილსაც უსიტყვო მორჩილებას სთხოვდა, შვილს, რომელსაც ისედაც პრობლემები ჰქონდა - ილიას 4 წლის პატარას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. ილიას და მის ძმებს დედის მიმართ მამის ავადმყოფური ეჭვიანობაც აწუხებდათ. არადა, მას ამ ეჭვიანობისთვის არანაირი საბაბი არ ჰქონდა.

ილიას დედა არასრულწლოვანი გათხოვდა, ქალი ამჟამად 44 წლის არის, ილიას მომდევნო ძმა 28 წლის გახდა. სულ პატარა ძმა კი - 7 წლისაა. როდესაც შვილები წამოიზარდნენ, დედამ საბავშვო ბაღში დაიწყო მუშაობა მზარეულად, მაგრამ ქმარმა სამსახურს თავი, ეჭვიანობის გამო, დაანებებინა.

ილიას დედა ბევრს ითმენდა, მაგრამ იბრძოდა კიდეც, როგორც შეეძლო. ქმარს რამდენჯერმე გასცილდა, მაგრამ ისევ შეურიგდა. რომ სცოდნოდა მსგავსი მოთმინება რასაც მოუტანდა, ალბათ ასე არ იზამდა.

ილია იმ დღესაც შინ დღიური სამუშაოდან დაღლილი დაბრუნდა, მოგვიანებით მეზობლებმა ლუდზე დაპატიჟეს... არ ვიცი, მამუკას რაში დასჭირდა მაინც და მაინც მაშინ ბიჭის შინ ყოფნა, მისულა მეზობელთან და მისთვის შინ გაყოლია მოუთხოვია, შვილი არ წაყვა თურმე და იქვე უშვერი სიტყვებით გალანძღა. ილია როდესაც შინ დაბრუნდა, როგორც ჩანს, მამას ეკამათა. მამა-შვილი სახლის გარეთ ნაგებობაში, გურიაში "კუხნას" რომ ვეძახით, მარტონი იყვნენ.

უცებ ილიას ყვირილი გაისმა, - მიშველეთო! ილიას დედაც და ცოლიც ამ ხმაზე გაცვივდნენ სახლიდან და წარმოუდგენელი უბდურების მოწმენი გახდნენ, ილია ნაგებობიდან გამოსულიყო და იქვე ბალახზე ეგდო დაჭრილი, მამამისი კი არსად ჩანდა... ილიას ღვიძლი და ნაწლავები ჰქონია დაზიანებული, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მამა კი გაიქცა, მერე, როგორც ირკვევა, სოფელშივე, მაღალ გვიმრებში იმალებოდა. დილით იპოვა პოლიციამ, რომ დაუკავებიათ, უკითხავს, - მოვკალიო?" - განუცხადა "კვირის პალიტრას" მეზობელმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ხათუნა   (24.05.2020)
რა პატიმრობა??? გამოვა დს იგივეს გაიმეორებს, ეს სადისტი მეორესაც მოკლავს😡😡😡... დახვრიტეთ სახალხოდ!!!!!!!

siropias gogo   (24.05.2020)
mered mosvlaa aba ra ari hvili ro mamas moklavs daxvreta fufunebaa unda motkna kvela sirkahi da acamo ma gandoni hevtxare magis gamzsels


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×