რეზონანსი
23.05.2020

უკვე ერთი კვირაა, 29 წლის ლუკა კვებლიანს ოჯახი ეძებს. ახალგაზრდა სახლიდან 16 მაისს გავიდა. ის ბოლოს დაახლოებით 15 საათზე ჭიათურიდან საჩხერის მიმართულებით გადაადგილებისას ნახეს.

ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. მამაკაცი გადაადგილდებოდა ფეხით. ლუკა კვებლიანის სამძებრო ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

თუ ფლობთ ინფორმაციას ლუკა კვებლიანის შესახებ, გთხოვთ მიაწოდოთ ინფორმაცია სამართალდამცველებს ან დარეკოთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე - 595 328 000

წყარო: რუსთავი 2

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×