რეზონანსი
23.05.2020

ავტომობილის მფლობელებს, რომლებსაც პერიოდული ტექინსპექტირების გავლა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უწევდათ, ტექდათვალიერების გასავლელად დამატებით ორთვიანი ვადა მიეცათ.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის მიხეილ ხმალაძის განცხადებით, ავტომობილის მფლობელებმა სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება მიმდინარე წლის 21 ივლისამდე უნდა განახორციელონ.

„მათ, ვისაც უკვე დღეიდან უწევდათ ტექინსპექტირების გავლა, ვალდებულები არიან ავტომობილების დათვალიერება განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 50 ლარით დაჯარიმდრებიან. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა უწევდათსაგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მათთვის განისაზღვრა დამატებით კიდევ 60 კალენდარული დღე, ანუ 21 ივლისამდე ისინი შეძლებენ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლას. თუ მაგალითად დღეს, ან მომდევნო დღეებში უწევთ ტექდათვალიერება, ამ შემთხვევაში უკვე ამ ადამიანებმა თავის დროზე უნდა გაიარონ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება" , - განაცხადა მიხეილ ხმალაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×