რეზონანსი
23.05.2020

ლევან რატიანმა „იმედის" გადაცემაში „ანატომია" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ ისაუბრა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი მიიჩნევს, რომ დაჩქარებული წესით წარმოების გამო პრეპარატის ეფექტიანობა და უსაფრთხოება ბოლომდე გარანტირებული ვერ იქნება.

„ვემხრობი იმ ადამიანების ჯგუფს, როგორც რიგითი ექიმი, რომ 6 თვე არ არის ის დრო, როდესაც შეიქმნება პროფილაქტიკური სამკურნალო საშუალება, რასაც ე.წ. ვაქცინას ვეძახით, რომ ვურჩიო ადამიანს გამოყენება, იმიტომ რომ მინიმუმ 4-5 წელია საჭირო, რომ ასეთი სამკურნალო საშუალება შექმნან წამყვანმა ბიოტექნიკურმა ცენტრებმა", - განაცხადა რატიანმა.

ამასთან, რატიანმა შვეიცარიელი მეცნიერების მოსაზრებაზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კაცობრიობას არ დასჭირდება, რადგან მის შექმნამდე ვირუსს ადამიანის იმუნიტეტი გაუმკლავდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×