რეზონანსი
23.05.2020

დღეიდან თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ყველა სამხედრო ნაწილში ნარჩუნდება კონტროლის მკაცრი ზომები და უსაფრთხოების წესები.

ჯარი ყაზარმულ მდგომარეობაზე 21 მარტიდან გადავიდა. შეწყდა სამხედრო მოსამსახურეების დათხოვნა და შვებულებაში გასვლა, უცხო პირებისთვის დაიხურა სამხედრო ბაზები. პარალელურად თავდაცვის ძალები აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ჯარისკაცები სხვადასხვა ლოკაციაზე, 85 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე იმყოფებოდნენ.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×