რეზონანსი
22.05.2020

მინდა შევაჯამო ჩვენი სამთვიანი გამოცდილება და ცოდნა COVID19-ის შესახებ. ეს ვირუსი ძალიან საინტერესო, თუ მასზე სიტყვა საინტერესო შეიძლება ვთქვათ. ძალიან ვერაგი ვირუსია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, COVID-19-ი განსხვავდება აქამდე ცნობილი ვირუსებისგან, მაგალითად, იგივე გრიპის ვირუსისგან.

„ის გაცილებით უფრო მრავალმხრივ დაზიანებას იწვევს ორგანიზმში და ამით არის გაცილებით უფრო ცბიერი. თავიდან რომ გვეგონა, რომ COVID-19-ი მხოლოდ ორმხრივი პნევმონიაა და მეტი არაფერი, ასევე პაციენტის დამძიმება და ლეტალური შემთხვევები გამოწვეული იყო პნევმონიით და დისტრეს სინდრომით, ასე არ არის.

ჩვენი პრაქტიკითა და მსოფლიო გამოცდილებით, რაც დაახლოებით თანხვედრაშია, ამ ვირუსს ახასიათებს ბევრი თავისებურება და სიურპრიზი. გარდა უშუალოდ სასუნთქი გზების დაზიანებისა, ხშირ შემთხვევაში ის იწვევს სისხლის შემდედებელი სისტემის დაზინებას, რაც გამოიხატება შემდგომ თრომბოემბოლიზმში, მიკრო და მაკროტრომბოზებში. ძალიან ხშირია ტრომბოემოლიური გართულებები, მათ შორის ფილტვის არტერიისა და ინსულტები.

ეს ვირუსი არ აზიანებს მხოლოდ სასუნთქი სისტემას, ის ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს გულსისხლძარღვთა სისტემას და იწვევს მთელ რიგ დაავადებებს გულისას, სისხლძარღვების ანთებას და ამის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია ბავშვებში გავრცელებული სინდრომი, ბოლომდე ვერ ხვდებიან რა არის, მაგრამ ძალიან ჰგავს კავასაკის სინდრომს" - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×