რეზონანსი
22.05.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უქმდება, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი კვლავაც რჩება.

ჩიქოვანის თქმით, მთელი რიგი ეკონომიკური თუ სხვა საქმიანობის აკრძალვა პარლამენტის მიერ დღეს მიღებული კანონის საფუძველზე ნარჩუნდება.

საუბარია "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პაკეტიზე, რომლის მიხედვით, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება შემზღუდავი საკარანტინო ღონისძიებების გატარება, რომლებიც გულისხმობს გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომისა და სხვა უფლებების შეზღუდვას.

ირაკლი ჩიქოვანმა ჩამოთვალა ის შეზღუდვები, რომელსაც მთავრობა 23 მაისიდან კვლავ ძალაში ტოვებს:

ტაქსის მძღოლები ვალდებულები იქნებიან პირბადეები გამოიყენონ

იმ სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი, რომელიც Covid-19-თან ბრძოლისთვის აუცილებელია

რესტორანში, ბარსა თუ კაფეში მომხმარებლების ადგილზე კვებით მომსახურება

სასტუმროების მომსახურება, გარდა საკარანტინო ზონებისა

ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა, გარდა ონლაინ ვაჭრობისა

მოლებისა და ე.წ ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც საქმიანობას აგრძელებენ

სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღინისძიებების ჩატარება

აზართული თამაშები შესაძლებელია მხოლოდამხოლოდ ელექტრონული ფორმით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×