რეზონანსი
22.05.2020

სეტყვა იყო გორის მუნიცილაპიტეტში, სოფელ ყელქცეულში, საქაშეთში კი ძლიერმა ქარმა 30-მდე სახლის სახურავი დააზიანა.

ადგილობრივების თქმით, ქარი იმდენად ძლიერი იყო რომ ქარბორბალას ჰგავდა. დაზიანებული სახურავების გამო ჩამოსულმა წვიმამ სახლებიც დააზიანა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო ჯგუფები, მუნიციპალიტეტის მერი და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.

დაწყებულია ზარალის დათვლა და დაზიანებების აღრიცხვის შემდეგ გადაწყდება რა სახის დახმარება გაეწევა დაზარალებულებს. მანამდე კი საქაშეთის მოსახლეობა დახმარების სახით ადგილბრივ ხელისუფლებას სახლების დროებით გადახურვას სთხოვს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×