რეზონანსი
22.05.2020

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესება:

22 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრი გაუარესება: წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, 23 მაისს ზოგან ძალიან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

23 -24 მაისს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად, არსებულთან შედარებით 15-17 გრადუსით დაიწევს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება აღინიშნოს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×