რეზონანსი
10.04.2020

მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულის პაციენტის კონტაქტები არ ვიცოდით, ამ სწორმა და მყისიერმა ქმედებებმა მოგვცა ის, რომ მთელი მარნეულის და ბოლნისის გამოკვლევის შედეგად მხოლოდ 20-მდე პაციენტი გამოიკვეთ. საგანგებო ზომები რომ ერთი დღით გვიან მიგვეღო, იქ ასობით შემთხვევა გვექნებოდა, - ამის შესახებ „POSTV"-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„მარნეულსა და ბოლნისში მიღებულმა ზომებმა მყისიერი შედეგი მოგვცა. როდესაც მარნეულში ინფიცირებული პაციენტი ვერ ასახელებდა, ვისგან შეიძლებოდა გადაედო ინფექცია. ამიტომ შესაბამისი სამსახურები მიყვნენ ამ პაციენტის მოძრაობის კვალს და ამ მარშრუტზე ყველა შეამოწმებს. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მარნეული გადაგორდა. გარდა ამისა, მარნეულმა შექმნა პრეცედენტი სხვა რაიონებისთვის, ეს ერთგვარი პილოტური პროექტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულის პაციენტის კონტაქტები არ ვიცოდით, ამ სწორმა და მყისიერმა ქმედებებმა მოგვცა ის, რომ მთელი მარნეულის და ბოლნისის გამოკვლევის შედეგად მხოლოდ 20-მდე პაციენტი გამოიკვეთა. ეს ზომები რომ 1 დღით გვიან მიგვეღო, მარნეულში გვექნებოდა ასობით შემთხვევა. ეს ასეულები გადასცემდნენ სხვა ასეულებს და იქნებოდა ათასეულები. 2-3 დღით რომ დაგვეგვიანა, უმართავ პროცესს მივიღებდით. უფრო გონივრულად უნდა გვემოქმედა და არ დაგვეშვა ის შეცდომები, რაც სხვა, ეკონომიკურად ჩვენზე ძლიერ ქვეყნებში დაუშვეს", - განაცხადა ცერცვაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×