რეზონანსი
10.04.2020

სწორედ ამ მიზნით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ კორონავირუსის გავრცელება, ჯარი გადავიყვანეთ ყაზარმულ რეჟიმზე ჯერ კიდევ 21 მარტს. მაქსიმალურად კონტროლდება გარეშე პირთა შესვლა და გასვლა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV -ის ეთერში განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ჯარის 1/3 მუშაობს საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე. „შემდეგ მათ ჩაენაცვლებიან. ასევე ჯარის ნაწილი გვყავს გაშვებული დისტანციურზე. ყველა რეზერვი გვაქვს გათვლილი,,"- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსი 234 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×