რეზონანსი
10.04.2020

მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 ათასს გადაცდა და ამ დროის მონაცემებით 101,483 -ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში მსოფლიოს მაშტაბით დაიღუპა +5,791

გარდაცვლილთა რაოდენობით, პირველ ადგილზე კვლავ იტალიაა, სადაც ვირუსს 18 849 ადამიანი ემსხვერპლა.

მეორე ადგილს 18,009 გარდაცვლილით ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. მესამეზე კი 15 970 დაღუპულით ესპანეთია.

შემდეგ მოდის საფრანგეთი - 13,197 გარდაცვლილით

მეხუთე ადგილზე გადმოინაცვლა დიდმა ბრიტანეთმა 8,958 დაღუპულით

მეექვსე ადგილზეა ირანი - მსხვერპლის ოდენობა - 4,232

და მეშვიდე ადგილზეა ჩინეთი, სადაც პირველად იფეთქა ვირუსმა და დღეის მდგომარეობით, ჩინეთში ოფიციალური მონაცემით სულ დაღუპულია 3,336 ადამიანი.

​საერთო ჯამში, COVID-19-ით 1,675,285 ადამიანი დაინფიცირდა, 371,866 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×