რეზონანსი
10.04.2020

მომღერალი კაკი ბოლქვაძე, ბულინგის შედეგად ცუდად გახდა, წნევა დაუვარდა და მომენტალურად ხელები დაუსივდა,-ამის შესახებ შორენა ბარაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სასწრაფო დახმარების ექიმებმა ბოლქვაძეს ინფარქტის ნიშნები დაუდგინეს.

აკაკი ბოლქვაძის მეგობრების ინფორმაციით, მომღერალს სტაციონარში გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა მკურნალობას სახლში აგრძელებს. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობისთვის, ქართველმა მომღერლებმა, საქართველოს ბრძოლას კორონავირუსთან კლიპი მიუძღვნეს. მუსიკა აკაკი ბოლქვაძეს ეკუთვნის. საზოგადოების დიდმა ნაწილმა კლიპი დაიწუნა და მომღერლები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ნოდარი   (11.04.2020)
დაავიწყდათ კორონაცებს მათი ლიდერი ერთი კლიპის მერე მედლებს და წოდებებს რომ არიგებდა?. ამ კლიპში მთავრობა რა შუაშია?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×