რეზონანსი
10.04.2020

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წითელ პარასკევს საზოგადოებას საკურნებელი ლოცვების აღვლენას სთხოვს. როგორც „სიენენი" იტყობინება, ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ პირებს და ამერიკელებს ერისთვის ლოცვა სთხოვა.

„ამ წმინდა პერიოდში, ჩვენი ერი ჩართულია, როგორც არასდროს, ბრძოლაში უხილავი მტრის წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ არ შეგვიძლია, შევიკრიბოთ ერთად, როგორც ამას ჩვეულებრივ აღდგომას ვაკეთებთ, შეგვიძლია, ეს წმინდა დრო ლოცვისთვის, ფიქრისთვის და უფალთან ჩვენი პირადი ურთიერთობის ზრდისთვის გამოვიყენოთ", - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მრავალ ოჯახს, რომლებიც მისთვის ლოცულობენ და მოუწოდა მათ, გააგრძელონ ლოცვები საკურნებლად და მგლოვიარეთა სანუგეშოდ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×