რეზონანსი
10.04.2020

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული საკარანტინო რეჟიმი ცხადდება, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა გაააკეთა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, მედიკოსებისა და ეპიდემილოგების რჩევით და ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი.

„ამოქმედდება ის რეჟიმი, რაც არის მარნეულის და ბოლნისის რაიონებში. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ შევზღუდოთ შიდა გავრცელება, რომ არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება. დაწესებული შეზღუდვების გარდა ლენტეხში იქნება აკრძალული შესვლა და გამოსვლა. მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება გადაადგილდეს, მხოლოდ საკვების, წამლების შესაძენად ან კიდევ სამედიცინო მომსახურებისთვის. ისევე როგორც მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში რაიონებში სპეციალური პროტოკოლის დაცვით შეეძლებათ აწარმოონ საგაზაფხულო სამუშაოები", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ლენტეხის რაიონში იმოქმედებს ადგილობრივი მედიასაშუალებები, ხოლო სხვა მედიასაშუალებებს ისევე როგორც ბოლნისსა და მარნეულში, საშუალება ექნებათ გამოიყენონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მიწოდებული მასალა.

„ლენტეხის რაიონის შესასვლ-გამოსასვლე პუნქტებს გააკონტროლებს შსს და თავდაცვის ძალები, უკვე დაწყებულია ადგილზე პროაქტიურ თერმოსკრინინგი, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამედიცინო პერსონალი მონაწილეობენ, მოხდება თითოეული ადამიანის შემოწმება. ამ ღონისძიებებმა ძალიან დადებით ეფექტი გამოიღეს ბოლნისსა და მარნეულში. უზურნველყოფილი იქნება ყველა ის საჭიროება, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს საკვების თვალსაზრიდით, არ შეფერხდება საკვების მიწოდება და ამას კოორდინაციას გაუწევს საკოორდნიაციო შტაბი პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი. ამ ღონისძიების მთავარი მიზანია, რომ შევაჩეროთ კორონავირუსის გავრცელება. ღონისძიებები, რომელსაც ვატარებთ ცალკეულ მუნიპალიტეტში, ეს არ არის საკმარისი, აუცილებელია ყველა მოქალაქემ დაიცვას ის შეზღუდვები და რეკომენდაციები, რომელიც მოქმედებს საგანგებო რეჟიმში, მკაცრად გაითვალისწინოს ისინი, რადგან ხელი შეუწყოს კოვიდ 19-ის გავრცელებას.დაიცვან საკუთარი თავი ახლობლები და ყველა თანამოქალაქე", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ოთხ მკვიდრს ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ისინი „კოვიდ-19"-ით ინფიცირებული 56 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები და ნათესავები არიან.

ოჯახი სოფელ მელეში ცხოვრობს. ოთხივე პაციენტს დღეს თბილისში გადაიყვანენ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×