რეზონანსი
10.04.2020

წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა 58 წლის მამაკაცი, რომელიც მცირეწლოვანის გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული.

მისი გათავისუფლების მიზეზი წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის გასვლა გახდა. ვინაიდან ამ ვადაში განაჩენის გამოცხადება ვერ მოხერხდა, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ის ავტომატურად გაათავისუფლა.

საბოლოო განაჩენის გამოცხადებას კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა ხელი, ვინაიდან ამ ვითარებაში, სასამართლოები შეზღუდულ რეჟიმში მუშაობენ და ზემოხსენებული ბრალდბეულის საქმის განხილვაც ამ მოტიოვით გადაიდო.

გარყვნილ ქმედებაში მხილებული მამაკაცი საბოლოო ვერდიქტს ციხის გარეთ დაელოდება.

მას საკუთარი ძმის შვილიშვილის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ედავებიან.

„პრაიმტაიმს“ საგამოძიებო ორგანოში განუმარტეს, რომ კანონით დადგენილი ვადის გასვლის გამო, დაკავებულ პირს, სასამართლომ პატიმრობა, სხვა სახის ღონისძიებით შეუცვალა.

„პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდება. ეს საქმის შეწყვეტას არ ნიშნავს. შექმნილი ვითარების გამო, განაჩენი 9 თვეში ვერ დადგა. სასამართლო პროცესი დისტანციურად გაგრძელდება და განაჩენი გამოცხადდება“, – ამბობენ საგამოძიებო ორგანოში.

სასამართლო სხდომები ახლა დისტანციურად რეჟიმში მიმდინარეობს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×