რეზონანსი
10.04.2020

ლენტეხი მუნიციპალიტეტი შესაძლოა, ჩაიკეტოს. ამის მიზეზი ლენტეხში ოთხი მკვიდრის კორონავირუსით ინფიცირება გახდა.

რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, ახალი პაციენტები „კოვიდ-19"-ით ინფიცირებული 56 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები არიან.

ოჯახი სოფელ მელეში ცხოვრობს.

ოთხივე პაციენტს დღეს თბილისში გადაიყვანენ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×