რეზონანსი
10.04.2020

სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ კო­რო­ნა­ვირუ­სით სა­ქარ­თვე­ლოს კი­დევ ერთი მო­ქა­ლა­ქე გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა ქალი სტრას­ბურ­გში და­ი­ღუ­პა - ამის შე­სა­ხებ დღეს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლემ პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ ისა­უბ­რა.

რო­გორც საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ემიგ­რან­ტე­ბი ყ­ვე­ბი­ან, 40 წლამ­დე ქალს ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა ჰქონ­და, ის ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბას მკურ­ნა­ლობ­და, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბამ კი ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა.

"ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში მკურ­ნა­ლობ­და და რამ­დე­ნი­მე თვეა რაც აქ ჩა­მო­ვი­და სამ­კურ­ნა­ლოდ. ცუ­დად იყო ძა­ლი­ან, სის­ხლის კიბო ჰქონ­და. ქი­მი­ებს უკე­თებ­დნენ. აქაც რომ გა­უ­კე­თეს ძა­ლი­ან და­სუს­ტდა. იმ­დე­ნად ცუ­დად იყო, კო­რო­ნა­ვირუ­სი კი არა, უბ­რა­ლო გრი­პიც მო­ე­რე­ო­და", - ამ­ბო­ბენ ემიგ­რან­ტე­ბი AMBEBI.GE-ს

ეს ქარ­თვე­ლის კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე­ექ­ვსე შემ­თხვე­ვაა სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ. პირ­ვე­ლად 74 წლის ქალ­ბა­ტო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა ეს­პა­ნე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში, მას მძი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ონ­კო­პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბას, ეს უკვე მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა. პირ­ვე­ლად, ეს­პა­ნეთ­ში სამ­კურ­ნა­ლოდ წა­სუ­ლი 5 შვი­ლის დედა, სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი 34 წლის ცირა ალი­ხა­ნაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა.

უცხო­ეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი არც ერთი ქარ­თვე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გად­მო­უს­ვე­ნე­ბით. ეპი­დე­მი­ის დროს, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დებს გარ­დაც­ვლი­ლე­ბის დაკ­რძალ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო წესი და მიც­ვა­ლე­ბუ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრასნ­პორ­ტი­რე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ მომ­ხდა­რა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×