რეზონანსი
10.04.2020

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება ვეღარ კონტროლდება. მისი თქმით, მიუხედავად დინამიკის შემცირებისა, ვირუსის წყაროები ხშირად იდენტიფიცირებული არ არის.

„როცა ჩვენ გვქონდა 50 შემთხვევა დღეში, ყველა ერთი წყაროდან იყო. ახლა კი დღიურად 16, 20, 30 შემთხვევა გვაქვს და უმეტესობის წყარო იდენტიფიცრებული არ არის. შესაბამისად, ვირუსის ცირკულაცია უკონტროლოდ ხდება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა მას მივყვეთ და ტესტები ავიღოთ, იზოლირება მოვახდინოთ ინფიცირებულების და ვუმკურნალოთ", - აღნიშნა არსენ ტოროსიანმა.

ცნობისთვის, სომხეთში კორონავირუსის 937 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×