რეზონანსი
10.04.2020

მარნეულში 49 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჰოსპიტალის დირექტორმა, იოსებ მგალობლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქალი უკვე თბილისშია გადმოყვანილი.

„ჯეოჰოსპიტალის მარნეულის სამედიცინო ცენტრიდან გუშინ ლუგარში გაიგზავნა 3 ნიმუში, აქედან ერთს დაუდასტურდა ინფექცია. იგი არის შუახნის ქალბატონი, მარნეულში მცხოვრები.

იგი უჩიოდა მხოლოდ ცხელებას. მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც საშუალო სიმძიმის და გადაყვანილი იქნა თბილისში",- განაცხადა მან.

დირექტორის თქმით, ჰოსპიტალში კიდევ ერთი საეჭვო პაციენტია, რომლის პასუხებსაც ელოდებიან.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×