რეზონანსი
10.04.2020

ქვეყნები, რომლებსაც სურთ, რომ აღდგეს გადაადგილება, ადამიანებმა კვლავ იარონ სამსახურებში, მოუწევთ, თვალყური ადევნონ ახალი ინფექციების გავრცელებას და შეეგუონ იმ კონტროლს, რაც ახლა არის დაწესებული მანამ, სანამ არ შემუშავდება Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, – ამის შესახებ ნათქვამია ჩინეთში ჩატარებულ ახალ კვლევაში, რომლის შესახებაც The Guardian-ი წერს.

როგორც ჰონგ კონგში მოღვაწე მკვლევარები აცხადებენ, ჩინეთის მიერ ყოველდღიურ ცხოვრებაზე დაწესებულმა მკაცრმა კონტროლმა შედეგად გამოიღო ის, რომ ვირუსის პირველი ტალღა მოიგერია ქვეყანამ, თუმცა მეორე ტალღის საშიშროებაც ძალიან რეალურია.

“მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა ზომებმა დაინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად შეამცირა, Covid-19-ის ვაქცინის გარეშე, შემთხვევები შესაძლოა ხელახლა დაიძრას მას მერე, რაც ამუშავდება ბიზნესები, ქარხნები, სკოლებიც განახლდება, რაც გაზრდის რისკს. თანაც, იმპორტირებული შემთხვევები გრძელდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და Covid-19-ი გააგრძელებს გლობალურ გავრცელებას”, – აღნიშნავს პროფესორი ჯოზეფ ვუ, რომელიც კვლევის თანახელმძღვანელია.

ჩინეთმა რეპროდუქტიული ციფრების შემცირება შეძლო – თუკი ერთი დაინფიცირებული ადამიანი, საშუალოდ 2-3 ადამიანს გადასდებს ვირუსს, ჩინეთში მიღებული ზომების ფონზე, რეპროდუქტიული ციფრი ერთზე ქვემოთ ჩამოვიდა. თუმცა, მკვლევარები აცხადებენ, რომ თუკი ნორმალური ცხოვრება სწრაფი ტემპებით აღდგება, მაჩვენებლები კვლავ მოიმატებს. ამიტომ, ხელისუფლებები კარგად უნდა დააკვირდნენ მიმდინარე მოვლენებს და სანამ Covid-19-ის ვაქცინა არ შემუშავდება, კარანტინი არ უნდა მოიხსნას.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×