რეზონანსი
09.04.2020

„რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ პანდემიის დროს ბიძინა ივანიშვილი დაიმალა, რის გამოც ის ხელისუფლების ღირსი არ არის.

„მსოფლიოში არიან ლიდერები, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან. აგერ ბრიტანეთის პრემიერი რეანიმაციაშიც კი მოხვდა. ივანიშვილი დაიმალა.

ამით დაადასტურა, რომ ის არ არის ქვეყნის ხელისუფლების ღირსი. მილიარდები ვერ შველის შიშს", - ამბობს ბერძენიშვილი.

„მთავარ არხთან" საუბრისას ბერძენიშვილმა კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში ივანიშვილის 100-მილიონიანი შემოწირულობაც შეაფასა.

„100 მილიონი ლარი, ნუ სადღაც 33 მილიონი დოლარია. ერთი დღის განმავლობაში ხან მეტს იგებს, ხან მეტს აგებს. ეს დიდი თანხაა საქართველოსთვის, მაგრამ მცირე თანხაა ივანიშვილისთვის. ეს მისი ქონების 1 პროცენტიც კი არ არის", - ამბობს ბერძენიშვილი.

"პრაიმტაიმი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×