რეზონანსი
09.04.2020

მარნეულის ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში ექიმს სექსუალურ შევიწროებაში რამდენიმე ქალი ადანაშაულებს. ერთ-ერთი მსხვერპლის ინფორმაციით ექიმმა COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემოწმების მოტივით, ფილტვების მოსასმენად პაციენტს ჯერ გახდა, შემდგომ კი საწოლზე დაწოლა მოსთხოვა. მის უფლებებს კავშირი "საფარი" იცავს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ექიმის მიმართ ანალოგიური ბრალდებები სხვა ქალებსაც აქვთ.

ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებში ამბობენ, რომ დასაქმების ადგილის მსგავსად, შევიწროების ფაქტები ხშირად ხდება სამედიცინო დაწესებულებებშიც.

საკარანტინო ზონაში მომხდარ სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტს სახალხო დამცველი სწავლობს. ომბუდსმენის აპარატმა სამედიცინო რეგულირების სააგენტოსაც მიმართა.

ორგანიზაცია "საფარი" მოითხოვს, რომ ექიმი დროებით ჩამოშორდეს საქმიანობას.

“Report.ge“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×